კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმდჯომარე ერთადერთი კანდიდატი კახი ბექაური გახდა. ფარულ კენჭისყრაში ბექაურს მხარი კომისიის ხუთივე წევრმა დაუჭირა.
"მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს 5 წევრისგან შემდგარი კომისია, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, სამი წლის ვადით. კომისიონერის თავმჯდომარედ არჩევა მხოლოდ ერთი ვადით შეიძლება.
ცნობისთვის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე 2014 წლის 19 მაისიდან ვახტანგ აბაშიძე იყო.





