ლავროვის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

ლავროვი: აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტი მათი რუსეთთან ურთიერთობაა

SPUTNIK / ТОМАС ТХАЙЦУК

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ლავროვმა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტთან, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოება ყველაზე საიმედოდაა გარანტირებული რუსეთთან ურთიერთობით".

"თუ საუბარია კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაზე (ОДКБ), რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამ სტრუქტურის აფხაზეთთან თანამშრომლობას, თუმცა სრულუფლებიანი წევრის ან დამკვირვებელის სტატუსის მისაღებად ორგანიზაციის ყველა წევრის კონსენსუსია საჭირო აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოება ყველაზე საიმედოდაა უზრუნველყოფილი იმ ურთიერთობით, რომელიც ხაზგასმულია რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებულ შეთანხმებებში. ასევე, რუსეთის შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფს იმას, რომ გარედან აგრესიის მცდელობა არ მოხდეს", - თქვა ლავროვმა.

გარდა ამისა, ლავროვმა აღიშნა, რომ მომავალში ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, შესაძლოა, "აფხაზეთსა და საქართველოს შორის და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობაზე იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის დადება".

კომენტარები