17 წლის გოგონამ, კასანდრა ჰშაომ, წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია. ის აივი ლიგის რვავე უნივერსიტეტში მიიღეს.
ჰშაო, რომელიც სამხრეთ კალიფორნიაში ცხოვრობს, ცხოვრებაში ყველაზე დიდი დილემის წინაშე დგას, რადგან მან შემოთავაზებები მიიღო ჰარვარდის, პრინსტონის, იელის, დარტმუტის, ბრაუნის, კოლუმბიის, კორნელისა და პენის უნივერსიტეტებიდან. ჰშაომ გადაწყვეტილება 2021 წლამდე უნდა მიიღოს.
კასანდრა 5 წლის იყო, როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად მალაიზიიდან კალიფორნიაში გადავიდა. ის პირველი თაობის იმიგრანტია და მისი შთამბეჭდავი რეზიუმეს მიუხედავად, მისი ესსე, რომელიც მოგვითხრობს იმ სირთულეებზე, რაც მან ინგლისური ენის შესწავლისას გადაიტანა, იყო ის, რამაც უნივერსიტეტები აღაფრთოვანა.
რაც შეეხება მის რეზიუმეს, მისი GPA 4.67-ია, ხოლო SAT-ის გამოცდაში 1540 ქულა დააგროვა. ასევე, ის იყო სკოლის ჟურნალის თავმჯდომარე. აივი ლიგის სკოლების გარდა, ჰშაომ, ასევე, სტენფორდის, ჯონ ჰოფკინსის, სამხრეთ კალიფორნიის, ნიუ იორკისა და სხვა მრავალი უნივერსიტეტიდან მიიღო მოწვევა.
წაიკითხეთ კასანდრა ჰშაოს ესსე, სადაც ის აღწერს, თუ რა რთული იყო მისთვის ინგლისური ენის სწავლა:
"ჩვენს სახლში ინგლისური ენა ინგლისური არაა. არა ფონეტიკური თვალსაზრისით, არამედ გამოთქმის კუთხით - ჩვენს სახლში გველი სასუსნავია [სიტყვათა თამაში - გველი (snake), სასუსნავი (snack)]. სიტყვებს ჩვენი ენა სწორად ვერ გამოთქვამს - და მაინც მე, რომელიც ენის სპეციალისტთან დავდიოდი, და დედაჩემს მალაიზიიდან, რომელიც ფილმს ფლიმად გამოთქვამს, ერთმანეთისა იდეალურად გვესმის.
ჩვენს სახლში გაგდებასა და ფულს [ისევ სიტყვათა თამაში - cast და cash] შორის განსხვავება არ არის. ამიტომაც იყო, რომ ეკლესიებში ადამიანები დამცინოდნენ, როცა ვამბობდი "დემონებისგან გაფულვას". მე ვერასდროს ვაცნობიერებდი განსხვავებას ამ ორ ინგლისურს შორის მანამ, სანამ ჩემმა მასწავლებელმა არ გამისწორა გამოთქმები ისეთ სიტყვებზე, როგორიცაა ჰამაკი, კოვზი და სიფონი. კლასელები დამცინოდნენ, რადგან მე მიღებას გარდასავით გამოვთქვამდი [accept - except]. კრეატიული მწერლობის კონსერვატორიაში დავდიოდი და მაინც, სიტყვები მღალატობდნენ მაშინ, როცა ისინი ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
მოულოდნელად, იმის გაგება რომ ყვავილს პურის ფქვილივით აღარ გამოვთქვამდი [flower - flour] საკმარისი აღარ იყო. მე უარვყოფდი ინგლისურს, ენას, რომელმაც გამზარდა და მასწავლა ყველაფერი, რაც ვიცი. სხვების მშობლებიც საუბრობდნენ აქცენტით და თან ფილოსოფიის დოქტორები იყვნენ და უნივერსიტეტებში მაღალ პოზიციებზე მსახურობდნენ. რატომ არ შეეძლოთ იგივე ჩემს მშობლებსაც?
დედაჩემმა თავისი მზისგან დამწვარი ხელები გადამისვა და მითხრა "მე აქედან მოვდივარ" და მომიყვა ზღაპარს იმ ინგლისურით, რომელიც თვითონ ისწავლა.
როდესაც დედაჩემი მალაიზიაში თავისი სოფლიდან ქალაქში გადავიდა, მას საშუალო სკოლაში სრულიად ახალი ენის სწავლა მოუწია: ინგლისურის. იმ პერიოდში, როცა მას შეურაცხყოფის გადატანა უწევდა, დედაჩემი სრულიად დაუცველი იყო იმ ბოროტი სიტყვებისგან, რომელიც მასწავლებლის პირიდან გადმოდიოდა, როდესაც აკრიტიკებდა მის ნაწერს მთელი კლასის თვალწინ. როცა დედამ ტირილი დაიწყო, კლასის პრეზიდენტი ფეხზე წამოდგა და თქვა "საკმარისია".
"იყავი კლასის იმ პრეზიდენტივით," - მითხრა თვალებში ცრემლებჩამდგარმა დედამ. კლასის პრეზიდენტმა დედას თავისი ფრთა გადააფარა და მოთმინებით გადაალახინა ენის სირთულეები. "ის გამოესარჩლა სუსტს და თავისი სიტყვების მის დასაცავად გამოიყენა".
ახლა უკვე ორივე ვტიროდით. დედაჩემმა მთხოვა, რომ მისთვის გამართული ინგლისური მესწავლებინა, რათა თეთრკანიან ქალბატონებს მაღაზიაში მისი გამოთქმისთვის აღარ დაეცინათ. ეს მარტივი არ იყო. ბგერების გაწელვა, ორმაგი თანწყობა - მე დღემდე ჩემით ვსწავლობ ამ ყველაფერს.
დედაჩემის სიტყვების მარაგის ზრდასთან ერთად, უმჯობესდებოდა ჩემივე ინგლისური ენა. პოეზიის საღამოზე 3 000 ადამიანის თვალწინ გამოსვლით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ინტერვიუებითა და სხვადასხვა გამომცემლობისათვის წერით, მე ვებრძვი გაუნათლებლობას და ვარ ხმა უსახლკაროების, ემიგრანტებისა და უგულებელყოფილი ადამიანების. ჩემი სიტყვებით მე ვიბრძოლე, როდესაც ნიუ იორკის ერთერთ მეტროში აზიელ შემსრულებელს დასცინოდნენ. დედაჩემის თვალებს ვხედავ იმ არაპრივილეგირებულ ბავშვებში, რომლებსაც უამრავი რამ აქვთ მოსაყოლი, მაგრამ არ იციან, როგორ. მე მათ სიტყვებით ვავსებ, როდესაც ისინი იღებენ ნემსსა და ძაფს, რომ მორთონ გობელენი.
ჩვენს სახლში მთელი სილამაზეა იმაში, თუ როგორ ველაპარაკებით ერთმანეთს. ჩვენს სახლში ენა არ არის გატეხილი, არამედ ემოციებითაა სავსე. ჩვენ სიტყვებისგან ავაშენეთ სახლი. აქ მეგობრული გველები არიან ბუფეტში და სასუსნავები სათესებში [სიტყვების თამაში - snake-snack]. ოდნავ არეულია, მაგრამ ეს არის ის, სადაც სახლის აშენება გადავწყვიტეთ."
აშშ
ესსე, რომლითაც 17 წლის მალაიზელი გოგონა აივი ლიგის 8-ვე უნივერსიტეტში მიიღეს

ocregister.com




