ივაანიშვილი და ხეები

გურიის მოამბე: ივანიშვილის წიფელი ტრანსპორტირებისას გადატყდა

გურიის მოამბე

გურიის მოამბის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის წიფელი, რომელიც ნატანებელი პედაგოგისგან 15 ათას ლარად შეიძინა, ტრანსპორტირებისას გადატყდა. 250 წლის წიფელს, სავარაუდოდ, დენდროლოგიურ პარკში აღარ გადაიტანენ.

"ხე შუაზე გადატყდა, ტოტებიც დატყდა, ალბათ აღარ წაიღებენ პარკში. მძიმე ტექნიკამ დიდი ხანი იწვალა გზაზე გამოსვლამდე, მაგრამ ხე გადმოვარდა, ტოტები დატყდა და ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში გადავარდა. სურმავების მეზობლის ყანაში გაიყვანეს ეს დროებითი გზა, ამაში ცალკე 5 ათასი ლარი გადაიხადა. ხე 15 ათასად იყიდა და დარჩა ახლა საშეშე მასალად პატრონს. დრუჟბებით ხერხავენ", - უყვებიან გურიის მოამბეს, რომელსაც ადგილზე გადაღებული ფოტოც მიაწოდეს.

გამოცემის ცნობით, წიფლის სანახავად ბიძინა ივანიშვილი პირადად მივიდა. 

კომენტარები