აშშ

ტილერსონი: სახელმწიფო მდივნის თანამდებობის დაკავება არ მსურდა

Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა აღნიშნა, რომ მას თავდაპირველად აღნიშნული თანამდებობის დაკავება არ სურდა და შეთავაზებას მეუღლის თხოვნით დათანხმდა. 

"ამ თანამდებობის დაკავება არ მსურდა. შემდეგ ჩემმა ცოლმა გადამაფიქრებინა და დამარწმუნა, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. მან მითხრა: "ღმერთს კიდევ არ დაუმთავრებია შენთან საქმეები". როდესაც ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შემომთავაზა, გაოცებული ვიყავი, რადგან მარტში პენსიაზე გასვლას ვაპირებდი. ჩემს რანჩოზე გადასვლას ვგეგმავდი, რათა თავისუფალი დრო ჩემს შვილიშვილებთან ერთად გამეტარებინა", - თქვა რექს ტილერსონმა.

კომპანია Exxon-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი რექს ტილერსონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას 2 თებერვლიდან იკავებს.

კომენტარები