სტიქია პერუში

პერუში უამინდობის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 72 ადამიანი ემსხვერპლა

AP

პერუში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 72 ადამიანი ემსხვერპლა.

წყალდიდობა უკანასკნელ 30 წელიწადში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა. პერუს 800-მდე ქალაქსა და დაბაში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.

პერუს დედაქალაქ ლიმას დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში წყალი არ მიეწოდებოდა.

შექმნილი მდგომარეობის გამო ლიმაში წყლისა და საკვების ფასები 5 %-ით გაიზარდა.

პერუში უამინდობა უკვე კვირაზე მეტია გრძელდება. თავშესაფრის გარეშე დარჩენილია თითქმის 100 000 ადამიანი. დაინგრა ან დაზიანებულია 130 0000-ზე მეტი შენობა

პერუს დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება უკვე გაგზავნა ეკვადორის მთავრობამ.

კომენტარები