დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზის ადვოკატების ხელწერილი გაუთქმელობის თაობაზე პროკურატურამ ძალაში დატოვა

ნეტგაზეთი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების ხელწერილი გაუთქმელობის თაობაზე პროკურატურამ ძალაში დატოვა, - ამის შესახებ იურისტებმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადეს. ადვოკატ გიორგი ფანცულაიას ცნობით, პროკურატურამ ხელწერილის ძალაში დატოვების მიზეზად გამოძიების ინტერესები და პროცესში მონაწილეთა უსაფრთხოება დაასახელა. დეკანოზის ადვოკატებიდან გაუთქმელობაზე მხოლოდ მიხეილ რამიშვილს არ აქვს ხელი მოწერილი.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, პროკურატურაში მათი დაბარების მიზეზი, მამა გიორგის სახლიდან ამოღებული სეიფის გახსნა იყო. ადვოკატის თქმით, სეიფი მათი თანდასწრებით გახსნეს, რომელიც ცარიელი აღმოჩნდა.

ადვოკატებმა ასევე თქვეს, რომ დეკანოზი მზად არის გამოძიების კითხვებს უპასუხოს და მისი დაკითხვა გაგრძელდება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს.

კომენტარები