სახელმწმიფო დეპარტამენტის ანგარიში

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ივანიშვილის არაფორმალურ გავლენაზეა საუბარი

DARO SULAKAURI / BLOOMBERG

აშშ-ს სახელწმიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშში საქართველოში მთავრობასა და სასამართლოზე ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ ძლიერ გავლენაზეც არის საუბარი.

„მედია დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ირწმუნებოდნენ, რომ ყოფილ პრემიერმინისტრს კვლავ ქონდა ძლიერი გავლენა მთავრობასა და სასამართლოზე, მათ შორის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რუსთავი 2-ის მფლობელების წინააღმდეგ“ - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური გავლენა დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშშიც იყო ნახსენები. მის გავლენაზე 2016 წელს საუბრობდნენ კონგრესშიც, სადაც აშშ-ში მისი აქტივების გაყინვის ინიციატივით გამოვიდნენ.

კომენტარები