ტრანსპორტი

ჰამბურგის აეროპორტში უცნობი ტოქსინის გაჟონვის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა

mopo.de

ჰამბურგის საერთაშორისო აეროპორტიდან ასობით მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაციის მიზეზი მგზავრთა კონტროლის განყოფილებაში უცნობი ტოქსინის გაფრქვევაა, რის შედეგადაც 50 ადამიანი დაშავდა.

ინციდენტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი და ტერმინალის ტერიტორიაზე გაფრქვეული ნივთიერება ჯერჯერობით დადგენილი არაა. დაშავებულთა უმეტესობა ხველას და თვალების წვას უჩივის. 

ინციდენტის გამო აეროპორტში ყველა რეისი საათ-ნახევრით გადაიდო. ის რეისები, რომლებიც ჰამბურგის აეროპორტს უნდა მიეღო, მიმდებარე აეროპორტებზე დაეშვნენ.

ამ დროისთვის აეროპორტმა მუშაობა უკვე განაახლა.

კომენტარები