საქართველოს რაგბის ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაცია დღეს შედგა. ნაკრების ახალი მაისური ღვინისფერია და მას კომპანია Canterbery ამზადებს.

ფოტო: rugbystore.ge
ნაკრების მაისურეის შეძენა სპეციალურ ვებგვერდზე, rugbystore.ge-ზე არის შესაძლებელი. მაისურის ღირებულება 249 ლარია. ონლაინ-მაღაზიაზე რაგბისთან დაკავშირებული სხვა სუვენირების შეძენაც არის შესაძლებელი.
აქამდე საქართველოს რაგბის ნაკრები შავ-წითელი ფორმით თამაშობდა.




