აშშ

აშშ-ის სენატმა CIA-ს ხელმძღვანელის პოსტზე მაიკ პომპეოს კანდიდატურას მხარი დაუჭირა

მაიკ პომპეო
Getty Images

აშშ-ის სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე მაიკ პომპეოს კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

პომპეოს კანდიდატურას სენატის 66-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 32-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. მათგან, ვინც პომპეოს მხარი არ დაუჭირა, 31 დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იყო, 1 კი რესპუბლიკელი სენატორი რენდ პოლი, რომელიც დაზვერვის სამსახურის მკაცრი კონტროლის მომხრეა.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი შიშობს, რომ პომპეო დაზვერვის სამსახურს უფლებებს გაუზრდის და განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაკითხვისას წამების გარკვეულ ფორმებს დაუშვებს.

პომპეო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობის კანდიდატად 2016 წლის 18 ნოემბერს დაასახელა.

კომენტარები