2016 წელს დღგ-ს გეგმა ვერ შესრულდა, დანაკლისი 515 მილიონი ლარია

ეროვნული ბანკი

2016 წელს დამატებითი ღირებულების გადასახადის გეგმის შესრულება ვერ მოხერხდა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, დღგ-ს გეგმას 515.6 მილიონი ლარი დააკლდა.

2016 წლისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის მოცულობა 3.8 მილიარდი ლარით იყო განსაზღვრული, აქედან მხოლოდ 3.2 მილიარდის მობილიზება მოხერხდა, რაც გეგმის 86%-ია.

დღგ-ს შესრულებაში ჩამორჩენა, სავარაუდოდ, შენელებულ ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება. 2016 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტით 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იყო დაგეგმილი, თუმცა მან 2.4% შეადგინა. 

2016 წლის დეკემბერში ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც მოსალოდნელ ზრდად, 3%-ის ნაცვლად, 2.7% განისაზღვრა.

დღგ-სგან განსხვავებით, სხვა გადასახადების შესრულებაში უკეთესი მდგომარეობაა:

  • საშემოსავლო გადასახადი - 1.97 მილიარდი ლარი, გეგმის 94.8%
  • მოგების გადასახადი - 1.05 მილიარდი ლარი, გეგმის 107%
  • აქციზის გადასახადი - 1.07 მილიარდი ლარი, გეგმის 105.7%
  • იმპორტის გადასახადი - 70 მილიონი ლარი, გეგმის 93.4%

ჯამში, ბიუჯეტში შესული საგადასახადო შემოსავლები 7.986 მილიარდია, რაც საპროგნოზო გეგმის 100.1%-ს შეადგენს. 

კომენტარები