ბათუმში სუპერმარკეტების ქსელ "იალჩინის" ბუღალტერი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ასეულობით ლარი გასტაცეს.
შემთხვევა იალჩინის კუთვნილ სასაწყობე ფართთან ახლოს, ადლიის დასახლებაში მოხდა. თანხა ბუღალტერს ავტომანქანაში ჰქონდა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სსკ 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინაა.
იალჩინი 31 დეკემბერსაც დააყაჩაღეს. სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა თავდამსხმელმა სუპერმარკეტიდან 60 000 ლარამდე გაიტაცა.





