ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ამ პერიოდში. ცხადია, ეს იმის გამოხატულება და დემონსტრირებაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ უცხადებს და აგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას. მათი გზავნილები ყველა მიმართულებით, მედიათავისუფლების მიმართაც და დემოკრატიული განვითარების პროცესების მიმართაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური.
tbl.ge/23y4
დაკოპირდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ამერიკელი სენატორების ვიზიტზე საქართველოში, რუსთავი 2-ის ეთერში.