ALL STAR

ხმის მიცემა იწყება - All Star-ის სასტარტო ხუთეულებს განსხვავებული წესით შეარჩევენ

NBA-მ 1975 წლის შემდეგ, პირველად შეცვალა All Star-ის სასტარტო ხუთეულების შერჩევის პროცედურა. აქამდე, სასტარტო ხუთეულს მხოლოდ გულშემატკივრები ირჩევდნენ. წელს კი, მათთან ერთად, გადაწყვეტილების მიღებაში ჟურნალისტები (25%) და მოთამაშეებიც (25%) ჩაერთნენ.

ხმის მიცემა დღეს, 20:00-ზე დაიწყება:

  • Facebook Public სტატუსში უნდა დაწეროთ #NBAVote Zaza Pachulia (ან სხვა სასურველი კალათბურთელის გვარი).
  • NBA აპლიკაციის მეშვეობით iOS და Android მოწყობილობებიდან.
  • NBA.com/vote მისამართზე, რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის
  • Twitter ნებისმიერი tweet, retweet ან reply ჰეშთეგით #NBAVote (სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარი).
  • Google Search - აკრიფეთ "NBA Vote Golden State" ან "NBA Vote All-Star" და აირჩიეთ გუნდი.
  • Instagram-ზე დადეთ ფოტო ჰეშთეგით #NBAVote (სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარი) სათაურში.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2017 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩი 19 თებერვალს, ნიუ ორლეანში გაიმართება.

კომენტარები