ოქრო

ოქროს ფასი ბოლო ორ კვირაში 9%-ით დაეცა, თებერვლის შემდეგ პირველად უნცია $1200 ღირს

Andrey Rudakov / Reuters

გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი სწრაფად ვარდება, ბოლო ორი კვირის მანძილზე ძვირფასი მეტალის ღირებულება 9%-ით, ანუ $118-ით გაუფასურდა. თებერვლის შემდეგ პირველად, უნცია ოქროს ღირებულება $1200-ზე ნაკლები პირველადაა, არსებული მდგომარეობით უნცია $1193-ად ივაჭრება.

რამ გამოიწვია ოქროს გაუფასურება

ოქროს ფასების ვარდნა ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) მისაღებ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც ძალიან მაღალი ალბათობით კომიტეტის შემდგომ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებას მიიღებს. ოქროს გაუფასურების კიდევ ერთი მიზეზი დონალდ ტრამპის სავარაუდო ეკონომიკური პოლიტიკაა, რომელიც მხარს "მყარს დოლარს" უჭერს.

ოქროს ფასი აჟიოტაჟური იყო

ოქროს ღირებულება აშშ-ის საპრეზიდენტო არცევნების გამარჯვებულის გამოცხადებიდან მალევე ერთ დღეში 4.5%-ით გაძვირდა. ბაზარზე არსებობდა მოლოდინი, რომ შემდეგი პრეზიდენტი ჰილარი კლინტონი იქნებოდა, ტრამპის გამარჯვებას კი ბაზარზე პანიკა მოჰყვა, რის გამოც ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა, რასაც მისი ფასის ზრდა მოჰყვა.

კომენტარები