არჩევნები 2016

საარჩევნო კანონმდებლობის მუხლი, რომელმაც თოფაძის პარტიას 300 ათასი მოუტანა

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" მეცხრე მოწვევის პარლამენტში ერთი დეპუტატითაა წარმოდგენილი. მრეწველებმა პროპორციულ არჩევნებში მხოლოდ 13 ათასი ხმა (0.8%) მიიღეს თუმცა ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 536 ათას ლარს მიიღებს, ეს 60 ათასით მეტია, რასაც ხმათა 3%-ზე მეტის მფლობელი ლეიბორისტული პარტია მიიღებს.

როგორ მიიღო თოფაძის პარტიამ ამ მოცულობის საბიუჯეტო დაფინანსება

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით, ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარის ოდენობით საბაზო დაფინანსებას მიიღებს პარტია იმ შემთხვევაშიც, თუკი მისი წევრი პარლამენტში შექმნის ფრაქციას. თოფაძის პარტიის წევრმა ხაშურის მაჟორიტარმა სიმონ ნოზაძემ სწორედ ეს გააკეთა. მან დააფუძნა ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველები", რომელიც უმრავლესობის შემადგენლობაში იქნება გაერთიანებული, ეს კი ნიშნავს, რომ რეალურად საპარლამენტო უმრავლესობის ზომა არა 115 დეპუტატი, არამედ 116 დეპუტატი იქნება. 

რა წლიურ დაფინანსებას მიიღებენ პოლიტიკური პარტიები 

ცესკოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული განკარგულების მიხედვით შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკური პარტიების წლიური დაფინანსება ასე გამოიყურება:

  1. ქართული ოცნება - 2.08 მილიონი ლარი
  2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 1.2 მილიონი (ენმ-ის ბლოკის წევრის ევროპული საქართველოს დაფინანსება - 900 ათასი) ჯამში - 2.02 მილიონი
  3. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - 1 მილიონი
  4. პატრიოტთა ალიანსი - 744 ათასი ლარი 
  5. ქრისტიან კონსერვატიული პარტია - 600 ათასი ლარი
  6. მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 536 ათასი ლარი
  7. თავისუფალი დემოკრატები - 512 ათასი ლარი
  8. ლეიბორისტული პარტია - 472 ათასი ლარი
  9. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 241 ათასი ლარი
  10. კონსერვატიული პარტია - 236 ათასი ლარი
  11. რესპუბლიკური პარტია - 236 ათასი ლარი
  12. ეროვნული ფორუმი - 236 ათასი ლარი
  13. სახელმწიფო ხალხისთვის - 195 ათასი ლარი
  14. ახალი საქართველო - 195 ათასი ლარი
  15. ტრადიციონალისტთა კავშირი - 87 ათასი ლარი
  16. თავისუფალი საქართველო - 87 ათასი ლარი
  17. თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა - 87 ათასი ლარი
  18. ძალოვან ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა - 87 ათასი ლარი
  19. ახალი ქრისტიან-დემოკრატები - 87 ათასი ლარი

კომენტარები