აშშ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე მით რომნი განიხილება

CNBC-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე მიტ რომნის კანდიდატურას განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა რომნი ტრამპისგან ამ შემოთავაზებას. რომნი ცნობილია რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით. საკუთარ გამოსვლებში რომნი არ ერიდება რუსეთი მოიხსენიოს ამერიკის შეერთებული შტატების გეოპოლიტიკურ მტრად. ცნობისთვის, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მით რომნი ბარაკ ობამასთან დამარცხდა.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად დონალდ ტრამპმა მაიკ პომპეო დანიშნა. 2011 წლიდან პომპეო კონგრესში კანზასის შტატის წარმომადგენელი იყო. 

ახალი ადმინისტრაცია მუშაობას ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დაიწყებს. პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება.

კომენტარები