რუსეთის სახელმწიფო ფილმოფონდში დაცული ქართული კინოარქივი საქართველოში დაბრუნდა. საწყის ეტაპზე ქართულ მხარეს 4 ქართული ფილმის ასლი გადმოეცა:
- "ჰოლტზე" - ლეო ესაკიას რეჟისორობით
- "ამერიკანკა" - ლეო ესაკიას რეჟისორობით
- "ბუბა" - ნუცა ღოღობერიძის რეჟისორობით
- "უკანასკნელ საათს" - მიხეილ ჭიაურელის რეჟისორობით
"გოსფილმოფონდში" დაცული 4 ქართული ფილმის ქართული მხარისთვის საზეიმო გადაცემის ცერემონიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და რუსეთის სახელმწიფო ფილმოფონდის გენერალური დირექტორი ნიკალაი ბოროდაჩევი უძღვებოდნენ. კინოარქივის საქართველოში დაბრუნებას 7 წელი დასჭირდა.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ფილმოფონდი მსოფლიოს უდიდესი კინოარქივების სამეულში შედის, რომლის ფილმების კოლექციაში 70000-მდე კინოფილმი ინახება.