რუსეთი

რუსეთში ეკონომიკური განვითარების მინისტრი დააკავეს

Михаил Метцель/ТАСС

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი ალექსეი ულუკაევი დააკავა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ულუკაევი 2 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისას დააკავეს.

საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს თქმით, სისხლის სამართლის საქმე "როსნეფტის" მიერ ნავთობის კომპანია "ბაშნეფტის" აქციების სახელმწიფო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით არის აღძრული. ეკონომიკის განვითარების სამინისტროს, ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დასკვნა უნდა გაეკეთებინა.

"საქმე ეხება "როსნეფტის" წარმომადგენლებისთვის ქრთამის გამოძალვასა და მუქარას", - თქვა პეტრენკომ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კი აღნიშნა, რომ ულუკაევის წინააღმდეგ წარდგენილია ისეთი სერიოზული ბრალდება, რომელიც "ძალიან სერიოზულ მტკიცებულებებს" მოითხოვს.

კომენტარები