"ამაზე მე არ ვაკეთებ კომენტარს", - ასეთია ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის პასუხი კითხვაზე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით.
ლართან დაკავშირებით ეკონომიკური გუნდის მინისტრებსა და თავად პრემიერმინისტრს არც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გაუკეთებიათ კომენტარი.
8 ნოემბერს დიმიტრი ქუმსიშვილმა ტაბულას კითხვაზე, როგორია ლარის გაცვლით კურსზე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მთავრობის მოლოდინები, თქვა, რომ ის კურსის მერყეობაზე კომენტარებს არ აკეთებს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.4773 ლარია, ხოლო ერთი ევროს - 2.6995.





