ლეგენდარული კანადელი მომღერალი და კომპოზიტორი ლეონარდ კოენი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ლეგენდარული პოეტის, კომპოზიტორის და ხელოვანის, ლეონარდ კოენის გარდაცვალებას", - დაწერეს მის ოფიციალურ გვერდზე.
ლეონარდ კოენის მუსიკალური კარიერა 50 წელს გაგრძელდა, 1994-დან 1999 წლამდე მან ტაიმ-აუტი აიღო და აღმოსავლეთ ლოს ანჯელესში ცხოვრობდა. "ჩემი ცხოვრება სავსე იყო დიდი არეულობით, ქაოსით და მცირე დისციპლინას მივაღწიე. ამიტომ, გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი მუსიკაში", - თქვა მან.
მონრეალში დაბადებული მუსიკოსის უამრავი სიმღერაა გაჰიტებული - მათ შორის, Suzanne, I'm Your Man, Famous Blue Raincoat, Almost Like the Blues, In My Secret Life და ა.შ. მისი Hallelujah მსოფლიოში მრავალჯერ არის დაქავერებული.

ფოტო: Getty
"მე მაქვს არტსიმღერების ინტელექტუალის იარლიყი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, ჰიტები მქონოდა", - ამბობდა კოენი.
კოენმა თავისი ბოლო, მე-14 ალბომი გასულ თვეს გამოსცა.




