აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ტრამპის ვებსაიტიდან მუსლიმებთან დაკავშირებული განცხადება აიღეს

Getty Images

ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვებსაიტზე მისი განცხადება, ამერიკის შეერთებულ შტატებში მუსლიმების არშეშვებასთან დაკავშირებით, წაშლილია. ტექსტის ბმული ამჯერად მისი დონაციის გვერდზე გადადის. განცხადება ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ არჩევნების დღეს, 8 ნოემბერს იყო.

2015 წლის დეკემბერში, პარიზის ტერაქტების შემდეგ, ტრამპმა თქვა, რომ ის დროებით აკრძალავდა ქვეყანაში მუსლიმების შეშვებას, სანამ არ გაარკვევდა "რა ჯანდაბა ხდება". ეს იმ განცხადებებიდან ერთ-ერთია, რის გამოც ტრამპი მწვავედ გააკრიტიკეს.

თავად ტრამპი და მისი მოკავშირეები კი ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი ზომა ამერიკელების უსაფრთხოების დასაცავად და არა რელიგიური დისკრიმინაცია.

ტრამპის ოფისს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი, რატომ გაქრა საიტიდან მისი განცხადება.

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში ელექტორალური კოლეგიის 279 ხმით გაიმარჯვა.

კომენტარები