არჩევნები 2016

ISFED-ი ხმების პარალელური დათვლის შედეგებს ხვალ, 10:00-ზე გამოაცხადებს

სამართლიანი არჩევნები ხმების პარალელური დათვლის შედეგებს ხვალ, 10:00-ზე გამოაცხადებს. Isfed-ის შეფასებით, დღევანდელი კენჭისყრის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობდა. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ცალკეულ შემთხვევებში დააფიქსირეს ხმის მიცემის ფარულობისა და მარკირების პროცედურის დარღვევები. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით ყველაზე პრობლემური მარნეულის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იყო.

"ამჟამად, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები აგრძელებენ ხმის დათვლის პროცესის მონიტორინგს, რომლის დროსაც რიგ საარჩევნო უბანზე იკვეთება ბიულეტენის ფარულობის დარღვევის, ბიულეტენებზე სავალდებულო რეკვიზიტების ნაკლებობისა და მონაწილე ამომრჩევლებთან შედარებით ნაკლები ბიულეტენების არსებობის ისეთი შემთვევები, რომელთა იდენტიფიცირება ხმის მიცემის პროცესში არ იყო შესაძლებელი" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ "კენჭისყრის პროცესის დროს მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 0.4%-ზე".

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 54 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარადგენეს 35, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში - 39 საჩივარი.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 50 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. აქტივობა 37.5% იყო, რაც ჯამში, 929 265 ამომრჩეველია.

კომენტარები