არჩევნები 2016

ხუნდაძე: ჩვენი საკონსტიტუციო უმრავლესობა თქვენი სიმშვიდის გარანტია

მერწმუნეთ, დეპუტატობას ჩემთვის არანაირი პირადი სარგებელი არ მოუტანია. შემდგომი 4 წელიც მხოლოდ თქვენთვის მინდა ვიღვაწო. რასაც დაგპირდით, ყველაფერს შეგისრულებთ. მესმის, რომ პრობლემები ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ, მე ჩემი ქალაქის და ყველა სოფლის ტკივილი ვიცი. ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თქვენი ტკივილი შევამსუბუქოთ. გვენდეთ ხელისუფლებას! ჩვენ არასოდეს გვიღალატია სამშობლოსთვის! შეცდომები ნამდვილად გვქონდა, მაგრამ არა მტრული და დამღუპველი. „ქართული ოცნებისთვის" საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში არის თქვენთვის სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტი. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვეღარ შეგვიშლიან ხელს და მოგვეცემა საშუალება ჩვენი დანაპირების სრულად შესრულების. ამისათვის ქართული ოცნების უკლებლივ ყველა კანდიდატმა უნდა გაიმარჯოს მეორე ტურში.

ცხეთის საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე ამომრჩეველს მიმართავს.

კომენტარები