არჩევნები 2016

ბოკერია: ოცნება ხმების ნახევარზე ნაკლებით აპირებს დაიკავოს პარლამენტის 3/4-ზე მეტი

არაადეკვატური, საშიში და არაჯანსაღია, როდესაც ქართული ოცნებისნაირი პარტია, ყველა მეთოდით, ძალადობით და ა.შ., მაინც იღებს ხმების ნახევარზე ნაკლებს და აპირებს, დააკომპლექტოს პარლამენტის ¾-ზე მეტი. შემდეგ ეს გამოიყენოს იმისთვის, რომ თუ მოუნდა, გააუქმოს საპრეზიდენტო არჩევნები, აწიოს გადასახადები რეფერენდუმის გარეშე, უსაზღვრო ვალები აიღოს ყოველგვარი კონტროლის გარეშე და ერთმა კაცმა შუშის სასახლეში, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთოს, რაც მოუნდება, ეს არის საშიში და არაადეკვატური.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები