მე, რა თქმა უნდა, მთლიანად ვეთანხმები პრემიერის პოზიციას და ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ ეს [საკონსტიტუციო უმრავლესობის თემა] არის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი, ვნებათაღელვა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მეორე ტურის მიზნებისთვის. იცით, რომ ძირითად ოლქებში მეორე ტურში გასული პოლიტიკური პარტიებიდან პირველ ადგილზეა ქართული ოცნება და მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობა. რა თქმა უნდა, მათ სჭირდებათ თავისი კამპანიისთვის გარკვეული თემების წამოწევა ხელოვნურად და ეს თემა, თითქოს საკონსტიტუციო უმრავლესობით ქართული ოცნების მოსვლა რაიმე საფრთხეს წარმოადგენს, ზუსტად ხელოვნურად გახლავთ აგორებული იმ მიზნით, რომ ამომრჩეველი შეიყვანონ შეცდომაში და ამ შიშის და თითქოსდა რაღაცა საფრთხის გამო, დააბნიონ ამომრჩეველი და მიიღონ გარკვეული მხარდაჭერა.
tbl.ge/1yin
დაკოპირდა
პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე.
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია