არჩევნები 2016

ცესკო: განმეორებითი არჩევნები - 22 ოქტომბერს, მეორე ტური კი 30 ოქტომბერს ჩატარდება

ცესკო
ცესკო

დღეს ცესკო-მ დადგენილება გამოსცა, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი ოფიციალურად დასახელდა. 48 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები 30 ოქტომბერს ჩატარდება.

ცესკო-ში, ასევე, განმეორებითი კენჭისყრის თარიღიც შეათანხმეს. განმეორებითი არჩევნები ზუგდუიდსა და მარნეულში 22 ოქტომბერს გაიმართება. მიღებული შედეგების მიხედვით კი გადაწყდება, ტარდება თუ არა მეორე ტური აღნიშნულ ორ ოლქში.

ცესკო-ს თავმჯდომარემ მეორე ტურისთვის ბიუჯეტიდან 6 056 718 ლარი მოითხოვა.

კომენტარები