არჩევნები 2016

პრემიერი: ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობად ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია

რაც შეეხება კონსტიტუციას, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობად ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ძალიან ფართო ჩართულობით მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ ვერავინ მომავალში ვერასოდეს ვეღარ მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება, უზურპირება და ეს იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილად ევროპული, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია. მაგრამ ეს არ იქნება ის, რომ ჩვენ პარლამენტში პირველ რიგში, დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებთ დაკავებული ყველანი. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში, აქ სიჩქარე არ ივარგებს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ შევქმნათ ძალიან მაღალი დინამიკა განვითარების, ქვეყნის შეუქცევადი ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული განვითარების და ამას ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს. იმ დანაპირებს, რომელიც გავეცით წინასაარჩევნო პერიოდში, აუცილებლად უკლებლივ ყველას შევასრულებთ. ეს იქნება ჩვენი უმთავრესი ამოცანა.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები