არჩევნები 2016

ბესელია: საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხე იყო, როცა ქვეყანას ენმ მართავდა

[საკონსტიტუციო უმრავლესობა] საფრთხეს შეიცავდა მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა და ოთარ კახიძის მეგობრები იყვნენ ხელისუფლებაში. თქვენ გახსოვთ ალბათ, 2010-11 წლებში, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებს იღებდა ნაციონალური მოძრაობა, ერთ დღეს 2 მოსმენით შეცვალეს კონსტიტუცია, სუპერ პრემიერმინისტრის მოდელი ჩამოაყალიბეს, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი დაამახინჯეს, მაშინ ვიდექი პარლამენტის წინ და ამ ცვლილებებს ვაპროტესტებდი, სულ 20 ადამიანი იდგა ჩემ გვერდით. არცერთი ის ადამიანი, ვინც ხელს აწერს ამ მიმართვას არ მინახავს იქ მოსული, იმ პერიოდის ქმედებები თუ არ მოსწონდათ, ეს პროტესტი იმ პერიოდში უნდა მოგვესმინა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საკონსტიტუციო უმრავლესობაზე

კომენტარები