გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

შსს: თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე განცხადება ორშაბათს გაკეთდება

ენმ

გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ორშაბათს გააკეთებს - ამის შესახებ ტაბულას უწყებაში განუცხადეს.

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს თქვა, რომ საქმე გახსნილია და ოფიციალური კომენტარი უახლოეს პერიოდში გაკეთდება.

4 ოქტომბერს დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. დეპუტატი გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ შსს-ს თქმით, დანაშაულში ბრალდებული იდენტიფიცირებულია.

კომენტარები