#79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბათუმის 58-ე უბნის მონაცემებს თავიდან დაითვლიან. ეს სამართლიანმა არჩევნებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვეს. მათი თქმით, შემაჯამებელი ოქმი გადასწორებულია და თან არ ახლავს ჩასწორების აქტი, რასაც სამართლიანი არჩევნები პროცედურულ დარღვევად აფასებს.
58-ე უბნის მონაცემების თავიდან გადათვლის შემდეგ, საარჩევნო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, გააუქმოს თუ არა ამ უბნის შედეგები და დააკისროს თუ არა პასუხისმგებლობა უბნის თავმჯდომარეს.





