არჩევნები 2016

ენმ: ჩვენი ახალგაზრდული ფრთის წევრებს სცემეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის წევრებს სცემეს. ამის შესახებ კაპანაძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

კაპანაძის ინფორმაციით, ქართული ოცნების წარმომადგენლები ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის წევრებს ვაზისუბანში დაესხნენ თავს. ერთ-ერთი დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ონიანის ინფორმაციით, ქართული ოცნების 30-მდე აქტივისტმა ხელკეტების გამოყენებით ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის ორ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტის შედეგად ორი პირი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, ის უგონო მდგომარეობაშია.

ტაბულა დამატებითი დეტალების გასარკვევად შსს-თან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა შსს-ში ზარს არ პასუხობენ.

კომენტარები