არჩევნები 2016

პირველადი შედეგებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ოთხი პარტია შედის, იქნება მეორე ტურები

უმაღლესი საარჩევნო კომისია

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ოთხი პარტია შედის. 5%-იანი ბარიერი გადალახეს ქართულმა ოცნებამ (45%), ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ (29.7%), ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულმა საქართველომ (5.9%) და საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა (5.7%). დათვლილია ყველა საარჩევნო უბანი.

რაც შეეხება მაჟორიტარებს, პირველადი შედეგებით, ექვსივე საარჩევნო ოლქში მეორე ტური ჩატარდება. 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. მეორე ტურში ერთმანეთს ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ:

N68 ბათუმის ოლქი - ვახტანგ წულაძე (ქართული ოცნება) - 41.01% და ელგუჯა ბაგრატიონი (ენმ) - 33.65%.

N69 ბათუმის ოლქი - ილია ვერძაძე (ქართული ოცნება) - 42.96% და ნინო ჯინჭარაძე (ენმ) - 27.04%.

N70 ბათუმის ოლქი - ნუგზარ სურმანიძე (ქართული ოცნება) - 43.91% და გია აბულაძე (ენმ) - 29.24%.

N71 ქობულეთის ოლქი - გიორგი რომანაძე (ქართული ოცნება) - 43.38% და მამული სურმანიძე (ენმ) - 26.02%.

N72 ხელვაჩაურის ოლქი - მერაბ კარანაძე (ქართული ოცნება) - 39.96% და ქენან კახიძე (ენმ) - 26.8%.

N73 ხულოს ოლქი - ხვიჩა შარაშიძე (ქართული ოცნება) - 45.9% და ნუგზარ ამაღლობელი (ენმ) - 26.5%.

კომენტარები