არჩევნები 2016

ნონიაშვილი: პარლამენტში ენმ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ცხოვრების განვითარებისთვის

ნაციონალურ მოძრაობაში მიდის დისკუსია პარლამენტში შესვლა/არ შესვლასთან დაკავშირებით. ბოიკოტს მხარს უჭერენ მიშა და ორთოდოქსი მიშისტები.

უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების შემდგომი განვითარებისთვის. არ არის აუცილებელი იყო მათი ამომრჩეველი, რომ ეს ნათელი იყოს. ეს არის პარტია, რომელიც გადარჩა არჩევნების წაგების შემდეგ და ეხლა, მმართველი პარტიისთვის წინააღმდეგობის გამწევი ერთადერთი რეალური ძალაა.

რატომ არ უნდა გამოაცხადოს ნაციონალურმა მოძრაობამ ბოიკოტი:

-ეს არის უპასუხისმგებლობა ნახევარი მილიონი მოქალაქის ნდობის მიმართ, რომელსაც საკანონმდებლო ხელისუფლების ტრიბუნა წართმეული ექნება.
-ბოიკოტი ქართულ ოცნებას კომ.პარტიად აქცევს. ნაციონალური მოძრაობას კი ქუჩის მარგინალურ ოპოზიციად(რამოდენიმე თვეში) ;
- შიდა პარტიულ დემოკრატიას ძალიან დიდი ხნით დაემშვიდობებიან. ბოიკოტის მომხრეები გაიძლიერებენ პოზიციებს და მიიღებენ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს.
-ამით, ოცნების ნარატივი ნაციონალური მოძრაობის რევოლუციურ მცდელობებზე ლეგიტიმური გახდება. ნაციონალური მოძრაობა დიდი ხნით დაემშვიდობება საერთაშორისო საზოგადოებაში იმ პარტიის სტატუსს, რომელმაც საქართველოში პირველად, ცივილურად გადააბარა სხვას ხელისუფლება.
- ქუჩაში ტემპერატურის აწევა ნიშნავს დიდ უკან დახევას ამ ქვეყნის ევროპიზაციისთვის.
- მიუხედავად დაღვევებისა, არჩევნების ლეგიტიმურობა სადავო არ გამხდარა არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. თავად ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლების მხრიდან უბნების უმრავლესობაზე საჩივარი არ შესულა დარღვევების შესახებ.
- ირიბად გავლენას მოახდენს ზოგადად პრო-დასავლურ კურსზე და დასავლეთის მიმართ დამოკიდებულებაზე. მერყევი ამომრჩევლების დიდ ნაწილისთვის პრო-დასავლური ნაკლებად იქნება ასოცირებული თანამშრომლობასთან, პოლიტიკურ კულტურასთან, ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებასთან და ა.შ.
- ეს არის პარლამენტის შეტოვება პატრიოტთა ალიანსისთვის და ქართული ოცნებისთვის, სადაც პატრიოტთა ალიანსი "ბოროტი ბუა" იქნება არა რადიკალი მოქალაქეებისთვის, ხოლო ქართული ოცნება მისი ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი. ესე იქნება სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც.
თუ ბოიკოტი არ გამოცხადდება, მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის დამაჯერებელი გახდება ის, რაც წინასაარჩევნოდ UNM-მა ამომრჩევლებს კარგად ვერ აუხსნა:
- UNM დაამტკიცებს, რომ პარტიაში ერთი კაცის დიქტატურა არ სუფევს
- რომ ხელახლა მიშას რევოლუციურ ლიდერად დაბადების მიმართ შიშები წინასაარჩევნოდ სრულიად არ შედიოდა UNM-ის ინტერესებში.

ამიტომ, ჩემი მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას და UNM-ს სხვა წარმომადგენლებს, რომელიც ამომრჩევლების წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობენ.

თუ რამეს გაუმარჯოს, გაუმარჯოს რესპუბლიკას!

იურისტი გიორგი ნონიაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

კომენტარები