ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 3702 უბნიდან დათვლილია 3686+13 (99.92%). ამ მონაცემების თანახმად, საარჩევნო ბარიერს სამი პარტია - ქართული ოცნება (48.6%), ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 27.14% და პატრიოტთა ალიანსი - 5% ლახავს.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, ბარიერთან ახლოს მხოლოდ თავისუფალი დემოკრატები დგას (4.61%).
ცესკოს უბნების 0.08% დარჩა დასათვლელი.
ბარიერის გადასალახად პარტიებმა ხმების მინიმუმ 5% უნდა მოიპოვონ.





