ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს დარჩენილ დროში, 20:00 საათამდე ხმის მიცემისკენ მოუწოდებს. ბრიფინგი ნიკა მელიამ გამართა.
"მოგიწოდებთ, მაქსიმალურად გამოცხადდეთ საარჩევნო უბნებთან. ხელისუფლება, რომელიც დგამს გაუთვითცნობიერებელ ნაბიჯებს და რომელსაც მართვის სადავეები აქვს ხელიდან გაქცეული, დავამარცხოთ", - თქვა მელიამ.
ამასთან, მელიამ ყველა ოპოზიციურად განწყობილ დამკვირვებელსა თუ საარჩევნო კომისიის წევრს ხმის დათვლის პროცესში ხმების დაცვისკენ მოუწოდა.





