არჩევნები 2016

ბოკერია: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს

გიგა ბოკერია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივანმა გიგა ბოკერიამ არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო. მან არჩევნების მშვიდად ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"დღევანდელმა დღემ უნდა ჩაიაროს მშვიდად, მშვიდად უნდა ჩამოვართვათ ივანიშვილს ხელისუფლება, უნდა დავიწყოთ სწრაფად და ენერგიულად იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ქვეყანას ამოიყვანს ამ ჭაობიდან და წაიყვანს იმ უფსკრულის ზღვრიდან, სადაც ივანიშვილმა მიიყვანა. მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ წარსულზე, მომავალზე უნდა ვიფიქროთ. როგორც ცუდი სიზმარი, წყალს უნდა გავატანოთ, დავიწყოთ იმ მიმართულებით სვლა, რაც თაობებს უნდოდათ - საქართველოს დაბრუნებისკენ თავისუფალი, წარმატებული კეთილდღეობით მცხოვრები ერების ოჯახში, რასაც ევროპა და დასავლური სივრცე ჰქვია. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პროცესმა მშვიდად ჩაიაროს და საქართველომ მშვიდად გაიმარჯვოს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენზე და საზოგადოებაზე დამოკიდებული, ხელისუფლების და ივანიშვილის როლი აქ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დიდია, კიდევ ძალიან ცოტა ხანი. ჩვენი ამოცანაა, რომ არ მივცეთ მას საშუალება, რაიმე არიოს და ზიანი მოგვაყენოს. ვთვლი, რომ ამას მივაღწევთ", - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები