არჩევნები 2016

ფრუიძე: "უფასო ფულის" დაპირება შესრულდა, ეს არის სტრატეგიული საჩუქარი

რუსთავი 2

ქართული ოცნების ახალი სახის ირინა ფრუიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის დაპირებების დიდი ნაწილი შესრულდა. ამის შესახებ ფრუიძემ რუსთავი ორის ეთერში, გადაცემა არჩევანში თქვა.

„ამ დაპირებებიდან დიდი ნაწილი არის შესრულებული. უფასო ფულს რაც შეეხება, მაგალითს მოგიყვანთ: როდესაც საუბარი არის ხანგრძლივვადიან კრედიტებზე, ამჟამად 3 ათასამდე ბიზნესია და ეს გრძელდება, მიკრო და მცირე ბიზნესის დახმარება ხდება 5 ათასი, 10 ათასი და 15 ათასი ლარით და ეს არათუ კრედიტია, არამედ საჩუქარია ამ ბიზნესებისთვის, ანუ რეალურად ამით ხელი შეეწყო მიკრო და მცირე ბიზნესების წამოწყებას,“ - განაცხადა ირინა ფრუიძემ. 

კითხვაზე, "ანუ უფასო ფულის დაპირება შესრულდა"?, ფრუიძე პასუხობს, რომ "ამ წუთას გიპასუხეთ სწორედ უფასო ფულზე, ჰო, ანუ ეს არის საჩუქარი და საჩუქარი არის სტრატეგიული, ხანგრძლივვადიანი, ეს არ არის უბრალოდ ჯიბეში ჩასადები ფული, ეს არის ბიზნესების დახმარება".

კომენტარები