გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ფოფხაძე თარგამაძის აფეთქებაზე: ენმ-ს მიტინგის წინ სჭირდებოდა გრადუსის აწევა

მე საერთოდ არასწორად მიმაჩნია პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან, როცა საგამოძიებო ორგანოებს ვკარნახობთ კვალიფიკაციის თემას, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვს თავისი საჯარო რესურსი და როცა ის საჯარო სივრცეში ვიღაცას, მითუმეტეს საგამოძიებო ორგანოებს, კარნახობს, როგორი კვალიფიკაცია უნდა გააკეთოს, ეს არის არასწორი... მე მაქვს ჩემი პირადი მოსაზრება და ვარაუდი, რა მოხდა გუშინ. მე მიმაჩნია, რომ ნაციონალურ მოძრაობას მიტინგის წინ სჭირდებოდა გრადუსის აწევა, ეს არის ჩემი ვარაუდი და მე ამას ვუკავშირებ მომხდარს. მე ასე მგონია [რომ ააფეთქეს საკუთარი თანაპარტიელი]. იცით რა, ნაცმოძრაობას უარესი გაუკეთებია, ეს არის ყველაზე ნაკლები ბოროტება, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ენმ-ის დეპუტატის გივი თარგამაძის მანქანაში აფეთქებაზე, რა დროსაც, ოთხი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები