გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

თარგამაძის მკვლელობის მცდელობისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ენმ

გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის დროს დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ინგოროყვას კლინიკაში აღნიშნავენ, რომ აფეთქების შედეგად დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნება და ოპერაცია ჩაუტარდა. აფეთქების შედეგად სულ ოთხი ადამიანი დაშავდა.

გუშინ საღამოს, საპარლამენტო უმცირესობის წევრს გივი თარგამაძეს აფეთქებდნენ. ტერაქტის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. აფეთქების დროს, გივი თარგამაძე და მისი მძღოლი მანქანაში იმყოფებოდნენ. შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები