დღეს, 16:00-ზე, თბილისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემაჯამებელი აქცია გაიმართება. პარტიის ლიდერები, მაჟორიტარი კანდიდატები და რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერები ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან. მოგვიანებით, ისინი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ და მსვლელობას პარლამენტის ყოფილ შენობასთან დაასრულებენ. დაგეგმილია რამდენიმე საათით რუსთაველის გამზირის და მიმდებარე ქუჩების გადაკეტვაც, რის შესახებ ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და მერია.
"ეს იქნება მრავალათასიანი აქცია, რომელიც მოიცავს ვარდების მოედანს, რუსთაველის გამზირს თავისუფლების მოედნის ჩათვლით. აქ უკლებლივ ყველა რეგიონიდან შეიკრიბებიან ჩვენი მხარდამჭერები და ადვილად შეგვიძლია გავაკეთოთ პროგნოზი, თუ რამხელა აქცია გამოვა. უკანასკნელი წლების განმავლობაში მსგავსი ხალხმრავალი შეკრება არ გამართულა", - ამბობს ენმ-ის წევრი ნიკა მელია.





