არჩევნები 2016

ბოკერია კვლევის შედეგების გაყალბებაზე: ასეთ კლოუნადაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ

ასეთ კლოუნადაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც შექმნილია ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, რაც გააკეთა ივანიშვილმა, როგორც დააწიოკა ქვეყანა და გადააგდო ხალხი და დღეს უტიფრად ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის და ჩვენ ყველანი ბრმები ვართ, იქიდან გამომდინარე, რა მკაფიო და ნათელი გეგმა აქვს ნაციონალურ მოძრაობას, 8 ოქტომბერს არის არჩევნები, ამ არჩევნებზე ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და ეს გაუგებრობა დამთავრდება არჩევნების გზით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია ბრალდებებზე, თითქოს რუსთავი 2-მა GFK-ის კვლევის შედეგები გააყალბა.

კომენტარები