არჩევნები 2016

"გირჩის" 16-მა მაჟორიტარმა კანდიდატმა პაატა ბურჭულაძის საარჩევნო გაერთიანება დატოვა

პაატა ბურჭულაძის საარჩევნო გაერთიანება "გირჩის" 16-მა მაჟორიტარმა კანდიდატმა დატოვა. „გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შესაბამისად, სახელმწიფო ხალხისთვის ბლოკს 16 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატი არ ეყოლება. ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას შესთავაზეს პაატა ბურჭულაძის პარტიაში დარჩენა, თუ მიიტანდა თანხას. 

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი პაატა ბურჭულაძის ბლოკს "სახელმწიფო ხალხისთვის" 27 სექტემბერს გამოეყო. ბურჭულაძის განცხადებით, საპარლამენტო სიიდან გირჩის წევრების ამოღების გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან შეიტყო, რომ მათ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. ზურაბ ჯაფარიძის მტკიცებით კი, პაატა ბურჭულაძე მას აშანტაჟებდა, რის გამოც, გირჩმა ბლოკი დატოვა. ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მას ცესკოში საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმებული აქვს. 

კომენტარები