არჩევნები 2016

კანდელაკი: "ოცნებამ" უნდა აღიაროს დამარცხება და ადგილი დაუთმოს კომპეტენტურ გუნდს

ქართულ ოცნებას თუ უნდოდა რამის გაკეთება, თუ უნდოდა ხალხის პრობლემების გადაჭრა, 250-ლარიანი პენსიის შემოღება, ტარიფების განახევრება და ბენზინის ფასის ერთ ლარამდე შემცირება (როგორც ამას ჰპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი), ამ ყველაფერს ოთხი წლის განმავლობაში გააკეთებდა. ახლა ქართულმა ოცნებამ უნდა აღიაროს დამარცხება, როგორც ჩვენ ვაღიარეთ დამარცხება 2012 წელს და დაუთმოს ადგილი იმ კომპეტენტურ გუნდს, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ და გაატარებს სწრაფ რეფორმებს იმ კრიზისის დასაძლევად, რომელშიც შეიყვანა ამ არაკომპეტენტური მავნებლების და უნიათოების გუნდმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები