არჩევნები 2016

კობახიძე: ენმ-ს დესტაბილიზაციის გეგმა აქვს, მაგრამ აღსრულების რესურსი არ აქვს

ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადებები მოსალოდნელი პროვოკაციების თაობაზე და მათზე ვაგებთ პასუხს. ეს განცხადებები შეესაბამება სინამდვილეს, იმ სინამდვილეს, რომელიც იგეგმება ნაციონალური მოძრაობის ოფისებში. ნაციონალურ მოძრაობას აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა დესტაბილიზაციის, თუმცა მათ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ გეგმის აღსრულების რესურსი ნამდვილად არ აქვთ. ეს არის უსუსური პოლიტიკური ძალა და ჩვენს ხელისუფლებას აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ყოველგვარი არეულობა და დესტაბილიზაცია აღკვეთოს საქართველოში.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ენმ-ზე.

კომენტარები