არჩევნები 2016

კაპანაძე: რესპუბლიკელებმაც კარგად იცოდნენ, რომ ივანიშვილი იღებდა გადაწყვეტილებებს

ამ წერილით გამოჩნდა ის, რაც ჩვენ აქამდე ყოველთვის ვიცოდით. კერძოდ ის, რომ არაფორმალური მმართველი და მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირი ქვეყანაში არის, იყო და რჩება ბიძინა ივანიშვილი. ეს ყველამ კარგად იცოდა, მათ შორის რესპუბლიკელებმაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელს აფარებდნენ და სხვანაირად ცდილობდნენ წარმოეჩინათ სიტუაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა არის არა ამ შიდა დისკუსიებში შესვლა და გარკვევა, ვინ იყო მართალი უსუფაშვილსა და ივანიშვილს შორის მიმოწერაში, არამედ ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან და ამ ძალიან მანკიერი, არაფორმალური მმართველობის სისტემის, რაც შეიძლება მალე დასრულება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგი კაპანაძე პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის წერილზე.

კომენტარები