ლარის კურსი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი გაყიდა

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) დღეს სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი გაყიდა. სებ-ის ეს ნაბიჯი ლარის კურსის მაღალი მერყეობის შესაჩერებლად არის მიმართული. სავალუტო აქციონზე შემდგარმა კურსმა დოლართან მიმართებით 2.31 ლარი შეადგინა, რაც წინა კურსთან შედარებით 0.7 თეთრით ნაკლებია. 

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 10 სექტემბრიდან მოყოლებული 2.31-ის შუალედში მერყეობს. 21 სექტემბერს კურსი 2.32-ს დაუახლოვდა, 22 სექტემბერს კი სებ-მა სავალუტო ინტერვენციით კურსი ისევე 2.31-ის ნიშნულთან დააბრუნა. 

ეს ბოლო პერიოდში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა $20 მილიონი გაყიდა. გაზაფხულზე სებ-მა სავალუტო ინტერვენციებით დაახლოებით $200 მილიონი შეისყიდა, რამაც ბანკის სავალუტო რეზერვების ზრდა გამოიწვია.

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - ყიდულობს.

კომენტარები