არჩევნები 2016

კალაძე: ჩვენ აბსოლუტურად ვფლობთ და ვაკონტროლებთ ქვეყანაში სიტუაციას

სამეგრელომ იცის ყველაზე მეტად თავისუფლების, ერთობის ფასი. დღეს არის რაღაც მინიშნებები, რომ უნდათ გარკვეული პროვოკაციების მოწყობა, არეულობების შემოტანა ქვეყანაში. მინდა, დაგამშვიდოთ ყველა, დავამშვიდო სრულიად საქართველო, რომ არავის არაფერი არ გამოუვა, ჩვენ აბსოლუტურად ვფლობთ და ვაკონტროლებთ ქვეყანაში სიტუაციას. არსებობს არჩევნები, არსებობს ცივილიზებული გზა, მიმდინარეობს მშვიდი საარჩევნო კამპანია, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი ხედვა. საქართველოს მოსახლეობამ კი, საარჩევნო უბნებზე მისვლით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ უნდა იყოს ხვალ ხელისუფლებაში.

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე სოფელ ორსანტიაში გამართულ შეხვედრაზე.

კომენტარები