არჩევნები 2016

ბოკერია: როდესაც არაფერი არ გაქვს სათქმელი, ამ ტიპის ბოდვა უნდა ჩართო

მარიონეტების პანიკურ ჯაჭვში მათი ბელადი ბიძინა ჩაერთო. როგორც ჩანს, ვერ მოითმინა და იქამდე დაავალა პრემიერმინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს ამ სისულელის და ბოდვის ტირაჟირება. როგორ უნდა შევაფასო, როდესაც არაფერი არ გაქვს სათქმელი საზოგადოებისთვის, ამ ტიპის ბოდვა უნდა ჩართო. რაღაც იმედი აქვთ, რომ ამით შეძლებენ ამომრჩევლის დაშინებას, დაძაბულობის შექმნის, რომელიც რაღაც მხრივ უნდა დაეხმაროთ ძალაუფლების შენარჩყუნებაში. მაგრამ ეს არის ილუზია, ეს მათ ვერ უშველის. შეგიძლიათ, დააკვირდეთ, რაში ხარჯავს ივანიშვილიც და მისი გუნდიც დროს. რა აღელვებთ მათ, არ აღელვებთ უმუშევრობა, არც სიღარიბე, არც კრიმინალი, ისინი ამაზე არ საუბრობენ, ისინი საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაზე, გადატრიალების რაღაც საქმეზე. 

ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია დესტაბილიზაციის მცდელობის შესახებ ბრალდებებზე, რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები